ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

15.01.25 23:02
ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია აშშ-ის და არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მედია წერს, "ჰამასი" ადასტურებს, რომ "პასუხისმეგებლობით" უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე.

ცნობისთვის, შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

მსგავსი სიახლეები