შტატებმა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერები დაასანქცირა - მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ აშშ-მა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერები დაასანქცირა.
დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, კომპანიას და პირს, რომელიც მონაწილეობს სუდანის შეიარაღებული ძალებისთვის (SAF) იარაღის შესყიდვაში. შეერთებული შტატები მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს სუდანში მომხდარ დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებს," - წერს მილერი.