"გაერთიანებული სამეფო თავის როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში" - ბრიტანეთის პრემიერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "გაერთიანებული სამეფო თავის როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში".
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ეს თითოეულ სახელმწიფოზე გავლენას მოახდენს.
არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სრულად შევასრულებთ ჩვენს როლს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება იმას, თუ რა გავლენა აქვს გაერთიანებულ სამეფოზე და ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. რადგან თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ამ აგრესიაში, ის გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.