სავარაუდოა, აპრილისთვის კურსკის რეგიონში ჩრდ. კორეელი სამხედროების მთელი კონტინგენტი დაიღუპოს, ან დაიჭრას - ISW

17.01.25 10:39
სავარაუდოა, აპრილისთვის კურსკის რეგიონში ჩრდ. კორეელი სამხედროების მთელი კონტინგენტი დაიღუპოს, ან დაიჭრას - ISW

"ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში კურსკის რეგიონში, კრიტიკულად დიდ დანაკარგებს განიცდიან" - ამის შესახებ ISW წერს

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ფრონტის ხაზზე ბრძოლას ამგვარად გააგრძელებს, 2025 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე 12 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი კონტინგენტი შესაძლოა მთლიანად განადგურდეს, ან დაიჭრას.

გაურკვეველია დაბრუნდებიან თუ არა დაჭრილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლაში და თუ ასეა, ზუსტად როდის" - ნათქვამია ISW-ის მოხსენებაში. 

მსგავსი სიახლეები