რუსებმა კრივოი-როგს დაარტყეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს. დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 7 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილი მძიმე მდგომარეობაში არიან.
თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, მათგან ერთ-ერთში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.