რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - დაღუპულია 4 ადამიანი

18.01.25 10:26
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - დაღუპულია 4 ადამიანი

უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.

იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები