სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

18.01.25 10:58
სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში, პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. 

საპროტესტო აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

დემონსტრანტები სერბეთის პრეზიდენტს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ხოლო სახელმწიფო მაუწყებელს მთავრობის სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.

 ცნობისთვის, სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.