მედია: უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

18.01.25 12:46
მედია: უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსი ოკუპანეტების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგლობრივი მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები კიევის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი ''ისკანდერ-მ'' ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 39 დრონი გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები