ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა - მედია

18.01.25 14:53
ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა - მედია

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

შეთანხმებას მხარი 24-მა მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა. "ჰამასთან" მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის მთავრობა შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე შევა.

შეთანხმების პირველ ეტაპზე "ჰამასმა" 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი.

მსგავსი სიახლეები