აშშ-ში TikTok გაითიშა

19.01.25 11:42
აშშ-ში TikTok გაითიშა

აშშ-ში, ფედერალური აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok გაითიშა. აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ს დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში. 

აპლიკაცია ხელმისაწვდომი აღარაა Apple-ის iOS App Store-ზე და Google-ის Play Store-ზე. 

კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, აშშ-ში დღეს ამოქმედდა. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამჯერად TikTok-ს ვერ მოიხმართ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის საკითხზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან", - წერია შეტყობინებაში, რომელიც მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გახსნის დროს ჩნდება. 

მანამდე, 18 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს აპლიკაცია სრულად გაითიშებოდა.

მსგავსი სიახლეები