ზეიმი ისრაელში - ხალხი „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალის გათავისუფლებას აღნიშნავს

ისრაელში სახალხო ზეიმია - თელ ავივში ათასობით ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალი გათავისუფლდებოდა.
ემოციური იყო გათავისუფლებული მძევლების კადრების ნახვა.
„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალი გათავისუფლდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, წითელმა ჯვარმა არმიას შეატყობინა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მათ 3 ისრაელელი მძევალი - რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი - უკვე გადასცა.