ყაზანში უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა, რის გამოც აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა - რუსული მედია

20.01.25 10:38
ყაზანში უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა, რის გამოც აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა - რუსული მედია

ქალაქ ყაზანში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის სამიზნე სამრეწველო საწარმოები იყო, თუმცა, ყველა დრონი განეიტრალდა და მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

“როსავიაციის“ წარმომადგენლის, არტემ კორენიაკოს ინფორმაციით, ყაზანის აეროპორტში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თვითმფრინავების მიღებასა და გაგზავნაზე შეზღუდვები დაწესდა.