მოუთმენლად ველოდებით უდიდესი ცვლილებების დაწყებას - ილონ მასკი
ილონა მასკმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის უწყების ხელმძღვანელის პოიზიციას დაიკავებს, ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხდა, რომ “მოუთმენლად ელოდება უდიდესი ცვლილებების დაწყებას“.
მასკის თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს მკაფიო ცვლილებები“.
“ჩვენ აქ დიდებული რაღაცეების გაკეთებას ვაპირებთ“, - თქვა მასკმა.
მოუთმენლად ველოდებით უდიდესი ცვლილებების დაწყებას. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ მკაფიო ცვლილებები, ჩავაბეტონოთ ძველი ცვილებები და ჩავუყაროთ საფუძველი ძლიერ ამერიკას, საუკუნეების განმავლობაში და გავხადოთ ამერიკა დიდებული კიდევ ერთხელ. ჩვენ აქ დიდებული რაღაცეების გაკეთებას ვაპირებთ“, - განაცხადა მასკმა.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.