ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება- “პირველების“ ჩართვა ვაშინგტონიდან

20.01.25 17:11
ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება- “პირველების“ ჩართვა ვაშინგტონიდან

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება-ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ზუსტად ოთხი საათი რჩება.

მთელს ვაშინგტონში ახლა უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. კაპიტოლიუმთან მისასვლელლ გზებს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ. სპეციალურად ამ დღისთვის,მათ 7800 სამხედრო გამოიყვანეს ქუჩაში, ამასთან, FBI -ის სპეციალური საველე ოფისები აქვს მოწყობილი. კაპიტოლიუმის მთელი ტერიტორია და ყველა სტრატეგიული ობიექტი რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

ოფიციალური ღონისძიება ამერიკის დროით 11:30 ზე დაიწყება.

საზეიმო ღონისძიებაზე დაპატიჟებული  სტუმრები გააფრთხილეს, რომმ კაპიტოლიუმთან ადრე უნდა გამოცხადდნენ. გზაშია საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის გარდა ტრამპის ინაუგურაციას ვაშინგტონში ქართული ოპოზიციაც დაესწრება.