პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია - მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონის კაპიტოლიუმი იქნება

20.01.25 20:03
პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია - მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონის კაპიტოლიუმი იქნება

ზუსტად ერთ საათში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონის კაპიტოლიუმი იქნება - დონალდ ტრამპი, როგორც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს და ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას. ტრამპმა უკვე დააანონსა პირველივე დღეს 200 დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ამერიკელი ხალხის ცხოვრებას უკეთესს გახდის.  

ინაუგურაციის სცენარი ამინდმა შეცვალა. ცერემონია კაპიტოლიუმში გადაიტანეს, რომელსაც მხოლოდ 600 სტუმარი დაესწრება - კონგრესმენები და სენატორები, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც უკვე კაპიტოლიუმის შენობაშია.  

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი მიიწვიეს. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დაპატიჟებული არიან ქართული ოპოზიციის ლიდერებიც.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.