დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმშია - ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო
დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმშია - ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცის დადებისთვის ემზადება.
დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.
ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.