"დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს, გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა"- შოლცი

20.01.25 23:50
"დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს, გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა"- შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

შოლცი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ გერმანიის უახლოესი მოკავშირეა.

დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს. გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი, 27 წევრით და 400 მილიონზე მეტი მოსახლეობით, ძლიერი კავშირია'', - წერს ოლაფ შოლცი.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან. 

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და  ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.

მსგავსი სიახლეები