"თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას" - ჯო ბაიდენი

21.01.25 00:26
"თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას" - ჯო ბაიდენი

"თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას" - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ენდრიუსის ბაზაზე შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა, თავისი ადმინისტრაციის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. საინუგურაციო სიტყვა მოისმინეთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. თქვენს ქვეყანას კვლავ სჭირდებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან. 

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და  ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.