აშშ ტოვებს WHO-ს და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას
აშშ-ს პრეზიდენტის ახალი განკარგულებები - დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ამერიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.
ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკა ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც.
- ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ WHO-ს ყველაზე დიდი შემომწირველია და ყოველ წელს ორგანიზაციისთვის დაახლოებით $130 მილიონს გამოყოფს, რათა სააგენტომ ჯანდაცვის მხრივ გლობალური მზადყოფნისა და დროული პასუხის გაცემისთვის საჭირო ხარჯები დაფაროს.
ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია.
ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ბრალს სდებდა ჩინეთის ძალისხმევის ხელშეწყობასა და COVID-ის წარმომავლობის შესახებ მსოფლიოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. WHO ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთზე დღემდე ახდენს ზეწოლას COVID-ის შესახებ მონაცემების მისაღებად.