აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა 75 დღით გადავადდა - ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

21.01.25 10:47
აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა 75 დღით გადავადდა - ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა 75 დღით გადავადდა - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა.

განკარგულების ფარგლებში ტრამპმა დირექტივა მისცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, არ აღასრულოს TikTok-ის აკრძალვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ძალაში 19 იანვარს შევიდა.

  • წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონის ფარგლებში, TikTok-ი ამერიკის ბაზარს არ დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას ვინმე ამერიკელი ან მოკავშირე ქვეყანა შეიძენდა.

სულ სოციალური ქსელი აშშ-ში 14 საათის განმავლობაში იყო გათიშული, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. 

მსგავსი სიახლეები