ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

21.01.25 11:23
ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.

  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამარტივებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას.

არალეგალური იმიგრაციის ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებით, ტრამპმა პენტაგონს უბრძანა, რომ საზღვარზე კედლის აშენების, საპატიმრო სივრცეებისა და მიგრანტების ტრანსპორტირების მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოს. ტრამპმა ასევე თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება მიანიჭა, რომ ჯარისკაცები საჭიროებისამებრ საზღვარზე გაგზავნოს.

ამას გარდა, ტრამპმა მის ადმინისტრაციას მოუწოდა, აღადგინოს "მექსიკაში დარჩენის" პროგრამა, რომელიც არამექსიკელ მიგრანტებს მექსიკაში ლოდინს აიძულებდა მანამ, სანამ აშშ-ში მათზე საქმეებს განიხილავდნენ.