ანკარაში, სამთო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ანკარაში, სამთო კურორტზე სასტუმროში გაჩენილ ხანძრს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, 32 პირი საავადმყოფოშია მოთავსებული.
ირკვევა, რომ დაღუპულთაგან ორი პანიკის შედეგად შენობიდან გადმოხტა.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.