ტრამპი თეთრ სახლში ტრიუმფით ბრუნდება-ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა გაცემული დაპირებების სისრულეში მოყვანა დაიწყო

21.01.25 20:51
ტრამპი თეთრ სახლში ტრიუმფით ბრუნდება-ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა გაცემული დაპირებების სისრულეში მოყვანა დაიწყო

ორი იმპიჩმენტის, რამდენიმე ბრალდების და შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ - დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში ტრიუმფით დაბრუნდა. 4 წლის წინ ყველას ეგონა, რომ მისი პოლიტიკური დასასრული იწყებოდა. 4 წლის შემდეგ კი ტრამპი მეორე მოქმედებას იწყებს და როგორც წინასწარ ვარაუდობდნენ, ინაუგურაციის დასრულებიდან მზის ჩასვლამდე ამერიკის პოლიტიკას ცვლის.

47-ე პრეზიდენტი წინასწარ არქმევს საკუთარ 4 წლიან მმართველობას როგორც “ოქროს ხანას“ და თეატრალიზებული ხელმოწერებით სტადიონზე, წინამორბედის გადაწყვეტილებებს ანადგურებს.  

“შოკი და შიში, წინ ჭექა-ქუხილი გველის“ - სიენენის ანალიტიკოსი სტივენ კოლინსონი სწორედ ასე ახასიათებს ტრამპის გამოსვლას და ინაუგურაციის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ფიცის დადებიდან რამდენიმე საათში,  კალმის ერთი მოსმით შეიწყალა 1500 მსჯავრდებული პირი კაპიტოლიუმში შეჭრის გამო, გააუქმა ბაიდენის ხელმოწერილი 78 ბრძანება, ამერიკა გაიყვანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, პარიზის შეთანხმებიდან, დააბრუნა ტიკ-ტოკი ამერიკის ტერიტორიაზე, ბრძანა საგანგებო მდგომარეობა სამხრეთის  საზღვრებზე, დაიწყო ბრძოლა მიგრანტების წინააღმდეგ. ხელმოწერები დაასრულა და საპრეზიდენტო კალმები მხარდამჭერებს ესროლა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.