თურქეთში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

22.01.25 10:06
თურქეთში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

თურქეთში, სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, გამოძიებამ ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის სასტუმროს მფლობელი. 

ირკვევა, რომ დაშავებული 51 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17 საავადმყოფოდან გაწერეს. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში, გუშინ გაჩნდა.