ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს ვაღიარებთ - ზელენსკი

ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს ვაღიარებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს იმ შემთხვევაშიც კი არ მოხდება, თუ ამისთვის ყველა მოკავშირე გაერთიანდება.
ვისაც რა არ უნდა უნდოდეს. სულ რომ ყველა მოკავშირე გაერთიანდეს - ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. იურიდიულად მათ არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ეს ტერიტორიები ყოველთვის ოკუპირებულად დარჩება, სანამ იქ არ დავბრუნდებით, - განაცხადა ზელენსკიმ.