ომზე თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, მაღალი დონის ტარიფებს, სანქციებს დავაწესებ - ტრამპი პუტინს

22.01.25 22:16
ომზე თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, მაღალი დონის ტარიფებს, სანქციებს დავაწესებ - ტრამპი პუტინს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციებსა და მაღალ ტარიფებს უანონსებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ დაასრულებს, მოწოდებებიდან ქმედით ნაბიჯებზე გადავა. 

მოაგვარეთ და შეაჩერეთ ეს სასაცილო ომი! ეს მხოლოდ უარესია. თუ მალე შეთანხმებას არ მივაღწევთ, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სთვისა და სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ჰყიდის.

მოდით, დავასრულოთ ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად - მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.

შეთანხმების მიღწევის დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!", - განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები