სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა

24.01.25 00:58
სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა

სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა.

კენჭისყრის დროს რეტკლიფის კანდიდატურას მხარი 74 სენატორმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა.

რეტკლიფი ეროვნულ დაზვერვას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. 2015-2020 წლებში ჯონ რეტკლიფი ტეხასის მე-4 საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა კონგრესში.