ტრამპი საუდის არაბეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან ნავთობის ფასის შემცირებას ითხოვს

24.01.25 01:02
ტრამპი საუდის არაბეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან ნავთობის ფასის შემცირებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან (OPEC) ნავთობის ფასის შემცირებას მოითხოვს, რაც, მისი აზრით, დაუყოვნებლივ დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს.

როგორც ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა,  ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწევა მოჰყვება.

მე ვთხოვ საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, შეამცირონ ნავთობის ღირებულება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიკვირს, რომ არ გააკეთეს ეს არჩევნებამდე. ფასი რომ დაწეულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დამთავრდებოდა. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ისინი გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა. მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

 

მსგავსი სიახლეები