აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა - CNN-ის ცნობით, ჰეგსეტი პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა. ჰეგსეტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.