"ჰამასმა" ტყვეობაში მყოფი ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, "ჰამასმა" ტყვეობაში მყოფი ისრაელის ოთხი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულებს შორის არიან ქალი ჯარისკაცი - კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი.
მძევლები "წითელმა ჯვარმა" ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა, სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ''ჰამასმა'' გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.