აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

25.01.25 14:28
აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა.

აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ლოკაციას ამერიკის ყურე უწოდა. 

ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა", - წერია დეპარტამენტის პრესრელიზში.