ბელარუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

ბელარუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნები დილიდან უკვე გაიხსნა. ცნობილია, რომ ამომრჩეველთა სიებში 6,9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი.
ამ არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ გაიხსნა. ხელისუფლების მტკიცებით, ამის მიზეზი უსაფრთხოებაა, რომლის უზრუბელყოფასაც ის ვერ შეძლებს. ბელარუსის ხელისუფლება ერთ-ერთ მიზეზად ასევე დიპლომატიური კორპუსის შემცირებას ასახელებს, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებამ და ოპოზიციის პროტესტის ჩახშობამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა, რომ მან არჩევნები ხმათა, სულ მცირე, 60 %-ით მოიგო და ლუკაშენკოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისკენ მოუწოდა, თუმცა, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა. ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო.