"პუტინის გუნდში თამაშობს" - პოლონეთის პრემიერი ორბანის მუქარას პასუხობს

26.01.25 10:52
"პუტინის გუნდში თამაშობს" - პოლონეთის პრემიერი ორბანის მუქარას პასუხობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მუქარას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს. ამის შესახებ ტუსკი პლატფორმა X-ზე წერს. იმ შემთხვევაში, თუ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ნამდვილად დაბლოკავს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მას „შედეგებს“ ჰპირდება. 

თუ ვიქტორ ორბანი ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი იქნება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის ის თამაშობს პუტინის გუნდში და არა ჩვენზე, ამ ფაქტის ყველა შედეგზე,- წერს ტუსკი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები