არჩევნები ბელარუსში - ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთის აზრი "არ აინტერესებს"
არჩევნები ბელარუსში - საკუთარი ხმა საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ალექსანდრ ლუკაშენკომ დააფიქსირა. ბელარუსმა დიქტატორმა მედიასთან განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დასავლეთის აზრი არ აინტერესებს.
აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. მერწმუნეთ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, რომ არჩევნები ბელარუსებმა აღიარონ და ისევე მშვიდად დასრულდეს ეს პროცესი, როგორც დაიწყო. ესაა მთავარი, დარაჩენი თქვენი საქმეა. თუკი აღიარებთ, მადლობას გეტყვით, არ აღიარებთ და ისედაც არ გქონდათ აღიარებული, - თქვა მან პროპაგდნისტულ მედიასთან.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატიის მეთაურმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროსაბჭო ბელარუსში საპრეზიდენტო არცევნებს ფიქტიურად მიიჩნევს. კალასის თქმით, ბრიუსელი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ლუკაშენკო უკვე 30 წელია ხელისუფლებაშია, ხვალ ის კვლავ წარადგენს თავის კანდიდატურას დემოკრატიის წინააღმდეგ, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.