უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან კიდევ 5 ბავშვი დაიბრუნა

28.01.25 18:29
უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან კიდევ 5 ბავშვი დაიბრუნა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე კიდევ 5 ბავშვი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.

ბავშვები ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან დააბრუნეს. ყველაზე უმცროსი ბავშვი 1.5 წლისაა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის ოფისს ტყვეობიდან გათავისუფლებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა და სახალხო დამცველს დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისი შვილის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. ამჟამად გოგონა უკვე დედასთან ერთად იმყოფება.