უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ФСБ-ს აგენტები დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ФСБ-ს აგენტები დააკავეს.
უწყების ცნობით, ჯაშუშთა ჯგუფი ინფორმაციას აგროვებდა F-16 გამანადგურებლებისა და სამხედრო ვერტმფრენების შესახებ.
ორი აგენტი სპეცოპერაციის შედეგად, სამხედრო აეროდრომთან ახლოს დააკავეს, როდესაც ისინი F-16-ის აფრენის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.
სამართალდამცავების თქმით, ჯაშუშების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ოკუპანტებს იერიში მიჰქონდათ სამხედრო აეროდრომებზე.
ორივე ჯაშუშს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ღალატისთვის, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.