აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 (60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი) ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა - შემთხვევა ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის ეროვნული აეროპორტის მახლობლად მოხდა.
ირკვევა, რომ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ. Bombardier CRJ700 რეგიონულ თვითმფრინავს გადაჰყავდა.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ვიჩიტადან კანზასში მოდიოდა. ხოლო Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენზე არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა.