სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა "გარდამავალი პერიოდის" პრეზიდენტად გამოაცხადეს

30.01.25 10:35
სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა "გარდამავალი პერიოდის" პრეზიდენტად გამოაცხადეს

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან 7 კვირის შემდეგ სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა "გარდამავალი პერიოდის" პრეზიდენტად გამოაცხადეს

სირიული მედიის ინფორმაციით, შარაას ასევე მიენიჭა უფლებამოსილება, ჩამოაყალიბოს გარდამავალი პერიოდის დროებითი საკანონმდებლო საბჭო. 

შარაამ პირობა დადო, რომ იგი სირიის პოლიტიკურ გარდაქმნას დაიწყებს.

შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.

მსგავსი სიახლეები