ვოლგოგრადის ნავთომგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს
გამთენიისას ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, თბოელექტროსადგურის და ნავთობის საწყობის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
აფეთქებების შესახებ ადგილობრივებიც იტყობინებიან. მათ საჯარო პოსტებში განაცხადეს, რომ აფეთქება კრასნოარმეისკის რაიონში მოხდა. სწორედ აქ მდებარეობს ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ლუკოილის ნავთობგადამამუშავებულ ქარხანას, სულ მცირე, სამჯერ შეუტიეს.