შვედეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

31.01.25 10:16
შვედეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 13.5 მილიარდ შვედურ კრონს შეადგენს. 

უკრაინული მედიის ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში შედის 16 საბრძოლო კატერი, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 146 სატვირთო მანქანა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.

სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინულ ინვესტიციებს უპილოტო საფრენ აპარატებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებში“, - განაცხადა იონსონმა.