"ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ" - ფილადელფიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

CNN-ის ცნობით, ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უბანში მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ბორტზე პაციენტი ბავშვი, მისი დედა და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, 6-ვე მათგანი დაიღუპა. მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.
ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“, - აცხადებს მექსიკაში დაფუძნებული კომპანია Jet Rescue Air Ambulance.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.