რუსებმა ოდესის ისტორიული ცენტრი დაბომბეს - არიან დაშავებულები
31 იანვარს, რუსეთის მიერ ქალაქ ოდესის ისტორიული ცენტრის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი - დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა ''ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.
ოლეგ კიპერის ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ''იუნესკოს'' მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი ქალაქ ოდესის ცენტრში, სასტუმრო ''ბრისტოლი'', ასევე საცხოვრებელი სახლები და შენობები დაზიანდა.