მედია: რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს - არის მსხვერპლი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს - იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.
უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და 12 ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.