"ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

01.02.25 12:49
"ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

"ჰამასმა"  ტყვეობაში მყოფი 3 მძევალი, 53 წლის ოფერ კალდერონი, 34 წლის იარდენ ბიბასი და 65 წლის კიტ სიგელი, გაათავისუფლა.

BBC-ის ცნობით, მძევლები "წითელმა ჯვარმა" ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.

შეგახსენებთ, 19 იანვრიდან, ისრაელსა და ''ჰამასს'' შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, ''ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან  პალესტინელი პატიმარები გაათავისუფლა.