რუსეთის პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი კურსკის ოლქში ნაღმზე აფეთქდა

03.02.25 10:27
რუსეთის პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი კურსკის ოლქში ნაღმზე აფეთქდა

პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი, სერგეი ეფრემოვი, კურსკის ოლქში, ავტომანქანით გადაადგილებისას, ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად დაიღუპა რუსული არმიის ოფიცერიც. 

ამ დროისათვის არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია ვიცე-გუბერნატორის გარდაცვალების ზუსტი ადგილის შესახებ, თუმცა არსებული ცნობებით, ის საბრძოლო მისიიდან დაბრუნებისას მოკვდა.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეფრემოვი მეთაურობდა მოხალისეთა რაზმს. 2024 წლის თებერვალში ის ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა, კურსკში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი ფრონტის ხაზზე დაბრუნდა.