შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

05.02.25 10:24
შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის თავად თავდამსხმელიც. შემთხვევა ქალაქ ერებრუში გუშინ მოხდა. 

„ამჟამად ეს განიხილება, როგორც მკვლელობის მცდელობა, ცეცხლის წაკიდება და დამამძმებელ გარემოებაში ცადენილი დანაშაული იარაღის გამოყენებით“, - თქვა მანამდე პოლიციამ. სროლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა შვედეთის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა და სიტუაციას "ძალიან სერიოზული" უწოდა.

შემთხვევის ადგილის მახლობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ხუთი გასროლა“ გაიგო. მოსწავლეების თქმით, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად თავი ახლომდებარე რესტორანს შეაფარეს, თქვეს, რომ სკოლაში "ნიღბიანი მამაკაცი" შევიდა და სროლა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რისბერგსკის საქალაქო საუნივერსიტეტო კამპუსში, სადაც რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაა განთავსებული, მათ შორის ბავშვებისთვის, ძირითადად 20 წელზე უფროსი სტუდენტები სწავლობენ. 

მსგავსი სიახლეები