უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო
უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო, - ინფორმაციას უკრაინას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ნიდერლანდებისგან მიღებული თვითმფრინავების რაოდენობა არ სახელდება.
უკრაინამ F-16 თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდების სამეფოსგან. მადლობა, ნიდერლანდებო!
ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ გამარჯვებას გვაახლოებს და უკრაინული ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს”, - ნათქვამია განცხადებაში.