ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობის შეუზღუდოს - მედია

07.02.25 10:01
ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობის შეუზღუდოს - მედია

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ომს ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას.

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ ინიციატივის მიზანია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა.

მისივე თქმით, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას მტრული გავლენის განსახორციელებლად.