აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს სანქციებს უწესებს

07.02.25 10:18
აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს სანქციებს უწესებს - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ მოყვა საერთაშორისო ქსელი, რომელიც "ხელს უწყობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელის გადაზიდვას"

OFAC წერს, რომ ირანიდან ჩინეთში ნავთობის გადაზიდვა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და მისი ფიქტიური კომპანია Sepehr Energy-ის დავალებით ხორციელდებოდა.

აღნიშნული სასანქციო ქმედება რამდენიმე იურისდიქციაში მყოფ კომპანიებსა და ინდივიდებს ეხება, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისევე როგორც რამდენიმე გემს.