სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

07.02.25 22:46
სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

"სლოვაკეთი ევროპაა" - ამ სახელწოდებით სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქში გრძელდება.

მედიის თანახმად, პროტესტები დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.